საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I“

25-27.06.2018 ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები - ინტერდისციპლინური კვლევები“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს. კონფერენციაში, საქართველოს მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ უცხოელი გამორჩეული მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.