განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

ბიოქიმიის განყოფილება – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);

ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);

რადიობიოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);

ბიოფიზიკის განყოფილება – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია);

ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);

ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);

რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია –მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია).

მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:

  1. განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
  4. დიპლომების ასლები;
  5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:

     ა) სტატიების სრული სია;

     ბ) თეზისების სრული სია;

  1. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ასლები, საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;

 

კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;

არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით;

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 16 აგვისტოს;

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.

საკონტაქტო პირი - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი;

e-mail – secretary@lifescience.org.ge;

ტელ: 237 03 00 [(227), ( 229),( 225)].