UNESCO/UNITWIN პროგრამაში გაწევრიანების ხელშეკრულება

2018 წლის 6 აგვისტოს, ქ. ერევანში (სომხეთი) UNESCO/UNITWIN ქსელსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის გაფორმდა UNESCO/UNITWIN პროგრამაში გაწევრიანების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს დიპლომისშემდგომი განათლების და კვლევების ხელშეწყობას ბიოფიზიკის, ბიოტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში.