მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნა

2018 წლის 22 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, «ინოვაციების გამოფენა»–ზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულმა ბიომედიცინის ცენტრმა წარადგინა ორი ინოვაციური პროექტი ბიოსამედიცინო სფეროში: 1. სისტემურ-ტექნიკური კომპლექსი CR-1 კარდიორიტმი და DR- "ჭკვიანი ბალიში". ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის უახლესი სამეცნიერო მიღწევები, ახალი სამეცნიერო წიგნები, სახელმძღვანელოები, შრომათა კრებულები. «საბავშვო მეცნიერების» გამოფენაზე ჩვენმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამეცნიერო, პატარებისთვის ადვილად აღსაქმელი, საინტერესო ექსპერიმენტები და გამოკითხვები. ბავშვები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თავად მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში. ჩვენი ცენტრის საგამოფენო მაგიდებთან მთელი დღის განმავლობაშუი არ წყდებოდა მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების და მათი მშობლების ნაკადი.